წესები და პირობები

თქვენ იმყოფებით acts.ge დასაქმების ონლაინ პორტალის ვებ – გვერდზე რომლის მოხმარებაც გულისხმობს ქვევით ჩამოთვლილ პირობებზე თანხმობას.

გაითვალისწინეთ ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ვებ-გვერდის პირობები ნემისმიერ დროს.

1.კანონმდებლობა
ვებ-გვერდის გამოყენება, ასევე ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა ამ ვებ-გვერდის მეშვეობით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენი ვებ – გვერდი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა პირობას ასე რომ ზოგიერთი პროდუქცია ან მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძლება იყოს უკანონო ან სხვაგვარად აკრძალული საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუ თქვენ შეუკვეთავთ, მიიღებთ, შეიძენთ ან სხვა სახის სარგებელს ნახავთ ამგვარი პროდუქციისა თუ მომსახურების მეშვეობით, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნებისმიერ დანაკარგზე, რომელიც აცილებული იქნებოდა თუ თქვენ გამოიყენებდით ვებ-გვერდს როგორც საქართველოს რეზიდენტი პირი.

2.ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია
ჩვენი კოლეკტივი 24 საათის განმავლობაში ცდილობს დაარეგულიროს ნებისმიერი ხარვეზი აღნიშნულ ვებ-გვერდთან დაკავშირებით მაგრამ იმ ფაკტის გათვალისწინებით რომ მოგვეწოდება ათასობით ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება მათი სრული კონტროლი სრულყოფილებისა და სიზუსტის კუთხით რომელის მოწოდებულია თქვენს მიერ, ვებ-გვერდის მოსარგებლის ან სხვა პირის მიერ ამის შედეგად ჩვენ საკუთარ თავზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

3.ვებ-გვერდისგამოყენება
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ წინამდებარე ვებ-გვერდი მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, როდესაც ეძებთ სამუშაოს ან დახმარებას კარიერასთან მიმართებაშო ან გსურთ პერსონალის დაქირავება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ეცადოთ ვებ-გვერდის უსაფრთხოების წესების შელახვას ან ვებ-გვერდზე არსებული მისი დახმარებით მოპოვებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას. განსაკუთრებით კი (მაგრამ არა მხოლოდ) არ უნდა ეცადოთ იმ ინფორმაციის მოპოვებას, შეცვლას ან წაშლას, რომელთანაც თქვენ არ გაგაჩნიათ ავტორიზებული წვდომა, არ უნდა ეცადოთ გვერდის გადატვირთვა ე.წ. სპამით და მისთ., არ უნდა მიიღოთ ზომები ან გამოიყენოთ მოწყობილობები ან პროგრამები სისტემის დაზიანების, გადატვირთვის, შეფერხებისათვის ან სხვაგვარად მოახდინოთ ზემოქმედება ვებ-გვერდის ოპერირებაზე ან ეცდოთ გაშიფროთ, გაყოთ ან შეცვალოთ, პროგრამა, კოდი და/ან ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია.

თქვენ გეკისრებათ ერთპიროვნული პასუხისმგებლობა თქვენს მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვალდებული ბრძანდებით უზრუნველყოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, ნამდვილი, დროული და მას არავინ შეჰყავს შეცდომაში და არ არის ცრუ, დისკრიმინაციული, უცენზურო, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, ან სხვაგვარად მიუღებელი, უსამართლო, ან წინააღმდეგობაში მოდის შესაბამის კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან, წესებთან, პრაქტიკასთან ან საავტორო უფლებებთან, პატენტთან ან პირის სხვა ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან ნებისმიერ იურისდიქციაში. ვებ-გვერდზე განთავსებამდე თქვენ ასევე უნდა უზრუნველყოთ რომ ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემი და ფაილი არ შეიცავს ვირუსს ან სხვა რაიმე ინსტრუმენტს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ან წინააღმდეგობაში მოვიდეს რომელიმე სისტემასთან ან მონაცემთან. ვიტოვებთ სრულ უფლებას ჩვენი შეხედულებისამებრ  ვებ-გვერდიდან წავშალოთ თქვენს მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით ახსნა-განმარტების გარეშე.

4.რეგისტრაცია და უსაფრტხოება
რეგისტრაციის გასავლელად თქვენ დაგჭირდებათ პაროლის შედგენა. პაროლზე პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ გეკისრებათ ასე რომ მისი გადაცემა სხვა პირებზე ან გამხელა კატეგორიულად დაუშვებელია.ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი პაროლის არასათანადო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე ან მისი სხვა პირისთვის გადაცემაზე. დაუყონებლივ გვაცნობეთ თუ კი ეჭვი შეიტანეთ რომ თქვენი პაროლი გახდა ცნობილი სხვა არაუფლებამოსილი პირის მიერ.

5.პასუხისმგებლობა
ჩვენ არ ვართ პასუხიმგებელნი დანაკარგზე (პირდაპირი ან არაპირდაპირი, სამსახურებრივი დანაკარგები, შემოსავალი ან მოგება, გახარჯული თანხები, მონაცემთა დაზიანება ან რაიმე სხვა არაპირდაპირი თანამდევი დანაკარგი), რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებისას და გამოვრიცხავთ ამგვარ პასუხისმგებლობას კონტრაქტებში, სამოქალაქო გადაცდომაში (მათ შორის გაუფრთხილებლობით) თუ სხვა. ჩვენ აქვე გამოვრიცხავთ ჩვენი მხრიდან ნებისმიერ წარმომადგენლობას, გარანტიებს, პირობებს ამ ვებ-გვერდთან მიმართებით და თქვენ მიერ მის გამოყენებასთან დაკავშირებით კანონით მაქსიმალურად დაშვებული ზღვარის ფარგლებში.

თქვენ აცხადებთ თანხმობას გაგვათავისუფლოთ ნებისმიერი ხარჯის, დანაკარგის, პასუხიმგებლობის ან მოქმედებისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ ვებ-გვერდის სათანადოდ ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თუ ვინმე ასაჩივრებს ან იმუქრება გასაჩივრებით თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით.

6.თქვენს მიერ განთავსებული ინფორმაცია
თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი ინფორმაცია გადაეცემა პოტენციურ დამსაქმებლებს შესაბამისად იგი ხდება ხელმისაწვდომი ასევე თქვენი ინფორმაცია იქნება გამოქვეყნებული კანდიდატების გვერდზე სადაც დამსაქმებული დამოუკიდებლად შეძლებს თქვენს ან ვებ-საიტის სხვა მომხმარებლის მოძიებას თავისი მოთხოვნების მიხედვით.

7. ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემებს იცავს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა საავტორო უფლებების და პატენტის შესახებ და თქვენ ეთანხმებით გამოიყენოთ ვებ-გვერდი იმგვარად რომ არ შეილახოს ეს უფლებები. თქვენ უფლება გაქვთ გადაიღოთ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების ასლები პირადი მოხმარებისთვის, თუმცა ასლის გადაღება კომერციული ან სამეწარმეო საქმიანობის მიზნით დაუშველებია.

8.რეგისტრაციის შეწყვეტა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შეგიწყვიტოთ რეგისტრაცია ან/და შევზღუდოთ თქვენი წვდომა ვებ-გვერდზე ან მის რომელიმე ნაწილზე (მათ შორის მომსახურეობაზე, პროდუქტებზე ან ვებ-გვერდზე არსებულ ან მისი მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციაზე) ყოველგვარი ახსნა-განმარტების ან შეტყობინების გარეშე

Uploading